მთავარი » 2010 » იანვარი » 6 » PSP Go!
2:40 PM
PSP Go!

ამ კვირას E3 2009 (Electronic Entertainment Expo ) -ზე ლოს-ანჯელესში SONY-მ თავისი ახალი ქმნილების- PlayStation Portable PSP Go-ს გამოშვების შესახებ განაცხადა. ახალი ორიგინალური PSP Go ძველი PSP-გან ვიზუალურად საგრძნობლად განსხვავდება. მიუხედავად ამისა მასზე ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია ყველა ის თამაში და აპლიკაცია, რომელიც PSP-სთვის  თავის დროზე იყო შექმნილი.

PSP Go უფრო პატარა და მსუბუქია, დამატებული შესანიშნავი სლაიდ კონტროლ პანელით. SONY-მ მხარი არ დაუჭირა ერთ დროს საკმაოდ პოპულარულ UMD(Universal Media Disc) ფორმატს, მის სანაცვლოდ კი ფლეშ-მეხსიერებაა გამოყენებული. აღსანიშნავია ისიც რომ ის 43%-ით უფრო მჩატეა, ვიდრე PSP-3000.


PSP Go 3.8-ინჩი ეკრანითაა (იმ დროს როდესაც PSP-ს ყველა წინა ყველა ვერსია 4.3-ინჩია)
შიდა მეხსიერება- 16 გიგაბაიტით და სლოტი კარტებისთვის Memory Stick Micro (M2). PlayStation Network-ის მხარდაჭერა და თავსებადობა სათამაშო კონსოლებთან PlayStation 3. PSP Go-ს დამატებული აქვს აგრეთვე Bluetooth მოდული.

უფრო ნათელი ეკრანი, მცირე წონა, მოხერხებული ზომა, საგრძნობლად გაზრდილი შიდა მეხსიერება, ბლუთუზი და დამატებული სლაიდ კონტროლ პანელი. მიუხედავად ამ სიახლეებისა SONY არ ფიქრობს PSP 3000-ის ჩანაცვლებას PSP Go-თი. ორივე მოდელი სხვადასხვა ტიპის მომხმარებლისთვისაა გათვლილი. ის ვინც ინტერნეტით, ვიდეოთი და სხვა აპლიკაციებით მეტადაა გატაცებული, მათთვის PSP-3000 კვლავ შეუცვლელი იქნება. PSP Go კი გეიმინგისთვისაა უფრო მეტად მოხერხებული.

PSP Go-ს ფასი და გაყიდვის თარიღი უკვე ცნობილია, ის სავარაუდოდ 1 ოქტომბერს გამოჩნდება 250 დოლარად. ჯერ-ჯერობით მხოლოდ აშშ-ში, მოგვიანებით კი ევროპასა და იაპონიაში.












კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1843 | დაამატა: ereklellacaba | ტეგები: PSP, go, psp go | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar